მსოფლიო
10/02/2022

Tesla-ს სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციისთვის უჩივიან

ელექტროავტომობილების მწარმოებელ Tesla-ს კალიფორნიის მარეგულირებელი ორგანო სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციისა და სამუშაო ადგილზე შევწროებისთვის უჩივის. 

BBC-ის ცნობით, კალიფორნიის "სამართლიანი დასაქმებისა და საცხოვრებლის დეპარტამენტში" ამ საკითხთან დაკავშირებით Tesla-ს Fremont-ის ქარხანაში დასაქმებულების ასობით საჩივარი შევიდა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, თავად Tesla-ში სარჩელს არასწორს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დისკრიმინაციისა და შევიწროვების ყველანაირ ფორმას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან. კომპანია სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერებას სთხოვს. 

DFEH-ის (სამართლიანი დასაქმებისა და საცხოვრებლის დეპარტამენტი) დირექტორის, კევინ კიშის განცხადებით, დისკრიმინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოიპოვეს. 

"Tesla-ს Fremont ქარხანა რასობრივად სეგრეგირებული სამუშაო ადგილია, სადაც ფერადკანიანი თანამშრომლები ექვემდებარებიან რასობრივ შეურაცხყოფას. ასევე დისკრიმინირებულები არიან სამუშაო დავალებების მიღებისას, დისციპლინის, ანაზღაურებისა თუ დაწინაურების საკითხებშიც",- ციტირებს BBC კევინ კიშის განცხადებას. 

Fremont-ის ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ იმ სამუშაო სივრცეებს, სადაც ფერადკანიანი და აფროამერიკელი მუშახელია დასაქმებული, მოიხსენიებენ ისეთი რასისტული ისტორიული სახელებით, როგორიცაა "პლანტაცია". 

 

Businesspartner