მსოფლიო
27/04/2022

Tesla-ს აქციები 12%–ით დაეცა – კომპანიამ უკვე $126 მლრდ დაკარგა

Tesla-ს აქციები 12%–ით შემცირდა და კომპანიამ $126 მლრდ დაკარგა– ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

აქციების ვარდნას წინ უძღოდა ინვესტორების შეშფოთება, რომ ილონ მასკმა შესაძლოა Tesla-ს წილი Twitter-ის აქციების შესაძენად გაყიდოს.

მას შემდეგ რაც ილონ მასკმა Twitter-ის მიმართ ინტერესის შესახებ განაცხადა, ჯამში Tesla–ს საბაზრო კაპიტალიზაცია 23%–ით შემცირდა. 

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter–ის შესაძენად $44 მლრდ–იანი გარიგება დადო, რითაც ის პლატფორმის მფლობელი ხდება.