მსოფლიო
20/07/2023

TESLA მოქალაქეების წინააღმდეგობის გამო გერმანული ქარხნის გაფართოებას ვერ ახერხებს

Tesla ცდილობს ბრანდენბურგის მაცხოვრებლების შეშფოთება შეამსუბუქოს. EV მწარმოებლმა დაგეგმილი გაფართოების შესახებ კითხვა-პასუხის სესია გამართა, რაც მის ადგილობრივ საწარმოს გერმანიის უდიდეს ავტომობილების ქარხანად აქცევს.

Tesla, რომელიც ამჟამად, დაახლოებით 5,000 მანქანას აწარმოებს კვირაში, იმედოვნებს, რომ ქარხნის წარმოების სიმძლავრეს წელიწადში 1 მილიონ მანქანამდე გააორმაგებს. დაგეგმილია, 50 გიგავატ საათიანი ელემენტების წარმოება და სიმძლავრის გაზრდა.

Tesla-ს მიზნისთვის მისი პირველი ევროპული საწარმოო ცენტრის გამომუშავების გაზრდა გადამწყვეტია. კომპანიის მიზანია დაამარცხოს ბაზრის ლიდერი Volkswagen, რომლიც უდიდეს ქარხანას ფლობს ვოლფსბურგში და წლიურად 800,000 მანქანას უშვებს (თუმცაა, შარშან მხოლოდ 400,000-მდე ავტომობილი გამოუშვა).

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Volkswagen კვლავ ყველაზე მაღალ წილს ფლობს რეგიონში, Tesla თავის მიზნებს ღიად აფიქსირებს. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში მისი Model Y ყველაზე გაყიდვადი მანქანა იყო ევროპაში.

Tesla-ს წარმომადგენლებმა უპასუხეს ადგილობრივების შეკითხვებს წყლის გამოყენებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე, ასევე, გაფართოების გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე. კომპანია ცდილობს დროულად უპასუხოს მოსახლეობის შეშფოთებას, რამაც, შესაძლოა,  ადგილობრივ ხელისუფლებაში კომპანიის განაცხადი შეაჩეროს.

ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო გადაიდო. პროტესტი ძირითადად, ეკოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა.

Tesla დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ქარხნის გავლენა შედარებით დაბალია და ხაზს უსვამს ელექტრომობილების სარგებელს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

ავტომობილების მწარმოებლიის განაცხადით, დაგეგმილი გაფართოება მოიცავს ახალ საწარმოო სივრცეს 700 კვ. მ-ზე. ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება მისი ამჟამინდელი საწარმოო დარბაზის ზომას. ნავარაუდებია, რომ 10,000-დან 22,500-მდე გაიზრდება მისი პერსონალის დაოდენობა.

მოწინააღმდეგეების მთავარი კითხვა იყო, თუ როგორ მოახერხებს ავტომწარმოებელი ქარხნის გაფართოებას დამატებითი წყლის გამოყენების გარეშე, რასაც Tesla-ს თქმით, 1,4 მილიონი კუბური მეტრი წყლის გადამუშავებით მიაღწევს, რომლის გამოყენებაც ლიცენზირებულია. გარდა ამისა, გაჟღერდა შეშფოთება შესაძლო ქიმიურ დაღვრაზე, რომელიც ადგილობრივი წყლების დაბინძურების რიკს აჩენს.

Businesspartner