მსოფლიო
19/02/2021
ტესლა Model 3-სა და Model Y-ის აიაფებს
ტესლა Model 3 და Model Y-ის საბაზისო ვერსიების ფასს ამცირებს. კერძოდ, Model 3 Standard Range Plus-ის ღირებულება 1000 დოლარით, ხოლო Model Y Standard Range–ის ფასი 2 000 დოლარით შემცირდა და 39,990 დოლარი შეადგინა.
ფასების შემცირება განპირობებულია იმით, რომ კომპანია ამ მოდელების გაყიდვების გაუმჯობესებას ცდილობს.
Model 3 და Model Y-ის დაბალღირებულებიანი ვერსიების გაიაფებასთან ერთად, ტესლამ „პერფორმენს“ მოდელებზე ფასები გაზარდა.
2020 წლის განმავლობაში ავტომწარმოებელმა ბაზარს თითქმის 500 ათასი ავტომობილი მიაწოდა და უოლ სტრიტის ნავარაუდევ მაჩვენებელს თითქმის 20 ათასი ერთეულით გადააჭარბა.
ფოტო: motortrend.com