Tesla-მ ბაზარს რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი მიაწოდა, თუმცა მოთხოვნა დაბალია
Tesla-ს პრობლემა მიწოდების დეფიციტი, ლოჯისტიკის შეფერხებები და მზარდი ხარჯებია, რადგან ის სწრაფად აძლიერებს ელექტრო მანქანების წარმოებას.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გაუმჯობესდა ბოლო თვეებში, გამოწვევები მაინც რჩება.
ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ მიწოდებაში რეკორდი დაამყარა და ბაზარს გაორმაგებული რაოდენობის 343,000 მანქანა მიაწოდა კვარტალში, მაგრამ იყო შემთხვევები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით, რამაც კვარტალური ზარალი გამოიწვია.
კომპანიის შემოსავალი წინა კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი იყო, რადგან მანქანების გაყიდვები მოლოდინს არ აკმაყოფილებდა. თუმცა, წინა წელთან შედარებით თითქმის 50%-იანი ზრდა აქვს. - ამის შესახებ BBC წერს.
Tesla, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ბოლო წლებში აგრესიულად იზრდება, ხსნის ახალ ქარხნებს აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში, ამასთან ზრდის გამომუშავებას.
ფირმამ უფრო მეტი მანქანა აწარმოა, ვიდრე გაიყიდა, რაც აჩენს შიშს, რომ მოთხოვნა შეიძლება შენელდეს, რადგან მთავარ, ჩინეთის ბაზარზე ფასების ზრდა, სესხის აღების მაღალი ხარჯები და ძირითადი ეკონომიკური შენელება ხელს უშლის მსყიდველუნარიანობას.
ავტომწარმოებლის აქციებზე უარყოფითად იმოქმედა ასევე ილონ მასკის გადაწყტვეტილებამ Twitter-ის ყიდვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი აქციის ფასი 40%-ით დაეცა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი მოუტანა კომპანიას. ოთხშაბათს ბაზრის შემდგომ ვაჭრობაში მისი აქციები კიდევ 4%-ით დაეცა.
"ვფიქრობ, Tesla-ს მძიმე კვარტალი ჰქონდა და ბაზარი ამაზე რეაგირებს. საავტომობილო ინდუსტრიას ზოგადად ახლა ძალიან უჭირს, რადგან მიწოდების ჯაჭვის პრობლემები შენარჩუნებულია და ბატარეები - განსაკუთრებით ელექტრო მანქანებისთვის - ძნელი მოსაპოვებელია,” - თქვა სარა კუნსტმა, Cleo Capital-ის მმართველმა დირექტორმა.