Tesla-მ აშშ-ს ბაზრიდან თითქმის 1.1 მილიონი მანქანა გაიწვია
ამერიკული რეგულატორების მიერ მომზადებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ Tesla-ს ფანჯრები შეიძლება სწორად არ რეაგირებდნენ დაბრკოლების აღმოჩენის შემდეგ და ადამიანებს თითები დაუზიანოს.
როგორ BBC-ი წერს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაა.
Tesla ამბობს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება პრობლემას მოაგვარებს.
მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებელს არა ერთხელ ჰქონდა პრობლემა უსაფრთხოების ფედერალურ მარეგულირებელებთან, რომლებსაც ილონ მასკი "მხიარულ პოლიციას" უწოდებს.
მაგალითად, უკანა ხედვის კამერები, საკეტები, უსაფრთხოების ღვედის შეხსენებები, ხმის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.
"ტერმინოლოგია მოძველებულია და არაზუსტია. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის მცირე განახლება. რამდენადაც ჩვენ ვიცით, დაზიანებები არ ყოფილა."-ასე გააკრიტიკა ილონ მასკმა სიტყვა "გაწვევა".
აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელმა ფანჯრების პრობლემა ჯერ კიდევ აგვისტოში აღმოაჩინა.
Tesla-ს დოკუმენტებში მითითებულია, რომ 13 სექტემბრის შემდეგ წარმოებულ მანქანებს უკვე განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა აქვთ.