მსოფლიო
26/02/2022

თემურ გოჩიტაშვილი: ციფრები აჩვენებს, ვინ უფრო დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ფასი, რასაც რუსულ გაზში იხდის, შეადგენს 0.18%-ს. ეს ციფრები კი აჩვენებს, ვინ უფრო მეტად დაზარალდება, რუსული გაზის არ მიწოდებით.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალოდ, რუსეთიდან ევროპა იღებდა 150-160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. თუ ამ 5 წლის საშუალო ფასსაც ავიღებთ, ეს იყო 185 დოლარი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ციფრია, გერმანია მეტად დამოკიდებულია. აქედან მიღებული შემოსავალი, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ შეადგენს 17 ტრილიონ დოლარს, და ფასი, რასაც ის რუსულ გაზში იხდის, შეადგენს მის 0.18%-ს. გაზზე დამოკიდებულება ორმხრივია, მაგრამ ციფრები აჩვენებს, რომელი უფრო მეტად დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ გადაცემაში.

მისი თქმით, რუსეთის გაზის დაახლოებით 75-80% გადის ევრობაზარზე.

ევროპა თუ უარს იტყვის რუსულ გაზზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა ის ჩინეთით ჩაანაცვლოს, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი აცხადებს, რომ ჩინეთს ეს დივერსიფიცირებული აქვს და გაზს სხვა წყაროებიდანაც იღებს. მაგრამ, ჩინეთმა სრულიად რუსეთზე დამოკიდება რომ გადაწყვიტოს, საჭირო იქნება დამატებით ათასობით მისადენის მშენებლოა, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება.

„რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 30 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აძლევს. ჩინეთს თავის ბალანსში არ აქვს გათვალისიწნებული რუსეთიდან მეტი გაზის მიღება, რადგან დივერსიფიცირებული აქვს და სხვა წყაროებიდანაც იღებს. რუსული გაზი, რომელიც ახლა ევროპაში გადის, ჩინეთში რომ გადამისამართდეს, საჭირო იქნება დამატებით ათასობით კილომეტრი მილსადენის მშენებლობა, რასაც რამდენიმე წელი დასჭირდება“, - აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023