მსოფლიო
09/08/2022

Tata Motors-ი ინდოეთში Ford-ის ავტომობილების ქარხანას $91,5 მლნ–ად ყიდულობს

Jaguar Land Rover-ის მფლობელი Tata Motors-ი ინდოეთში Ford-ის ავტომობილების ქარხანას 7,26 მილიარდ რუპიად ყიდულობს, რაც $91,5 მლნ–ია.

გარიგებით Tata ცდილობს თავისი მანქანების წარმოება გაზარდოს და ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. –ამის შესახებ BBC წერს.

ცნობისთვის, Ford-მა ინდოეთში წარმოება გასულ წელს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ორ ათწლეულზე მეტი მოგების გამომუშავებისთვის იბრძოდა.

"ეს შენაძენი დროული და მომგებიანია ყველა დაინტერესებული მხარისთვის", - ნათქვამია Tata Motors-ის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილბით, კომპანია თავდაპირველად 300,000 ახალი ავტომობილის წამოებას შეძლებს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 420,000-მდე.

ამასთან, Ford–ის ტრანსფორმაციის ოფიცერმა სტივ არმსტრონგმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია Ford-ის მცდელობებში ინდური ბიზნესის რესტრუქტურიზაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ Tata Motors Limited არის ინდური მრავალეროვნული საავტომობილო მწარმოებელი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ მუმბაიში, ინდოეთი, რომელიც Tata Group-ის ნაწილია. კომპანია აწარმოებს სამგზავრო მანქანებს, სატვირთო მანქანებს, ფურგონებს, ავტობუსებს, ძვირადღირებულ მანქანებს, სპორტულ მანქანებს, სამშენებლო ტექნიკას.