ტაივანური Foxconn-ი Nvidia-სთან თანამშრომლობით ახალი ტიპის მონაცემთა ცენტრს ააშენებს
მსოფლიოში უმსხვილესი საკონტრაქტო ელექტრონიკის მწარმოებელი, ტაივანური Foxconn ახალი ტიპის მონაცემთა ცენტრს ააშენებს.
ცენტრი Nvidia-ს ჩიპებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სხვადასხვა აპლიკაციებისთვის, მათ შორის თვითმართვადი მანქანებისთვის აშენდება.
ამის შესახებ ტაიპეიში Foxconn-ის ყოველწლიურ ტექნოლოგიურ გამოფენაზე Foxconn-ის თავმჯდომარემ ლიუ იანგ-ვეიმ და Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მათი კომპანიები ერთად ააშენებენ "AI ქარხნებს".
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ჩიპების კომპანია Nvidia-მ განაცხადა, რომ აღნიშული ხელოვნური ინტელექტის ქარხნები გამოიყენებენ მის ჩიპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის უახლესი GH200 სუპერჩიპს, რომლის გაყიდვაც ჩინეთში აკრძალულია.
Foxconn-ს, რომელიც Apple-ის iPhone-ებისთვის უმსხვილესი მიმწოდებელია, სურს თავისი წარმატების დონე პერსონალური კომპიუტერებისა და სმარტფონების გარდა, ელექტრო მანქანების წარმოებაშიც გააფართოოს.
Foxconn-მა და Nvidia-მ პარტნიორობა ავტონომიური მანქანების პლატფორმების შესაქმნელად იანვარში გამოაცხადეს. შეთანხმების თანახმად, Foxconn-ი მანქანებისთვის Nvidia-ს DRIVE Orin ჩიპზე დაფუძნებულ ელექტრონულ საკონტროლო ერთეულებს (ECU) გლობალურ ბაზარზე გასაყიდად აწარმოებს.