მსოფლიო
24/05/2022
Starbucks–ი რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს
Starbucks რუსეთის ბაზარს, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ, სამუდამოდ ტოვებს.
კომპანია უკანასკნელი დასავლური კორპორაციაა, რომელმაც ქვეყანა უკრაინის ომის გამო დატოვა.
აღსანინშნავია, რომ ომის დაწყებიდან მალევე Starbucks–მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ ბაზრის დატოვების შესახებ ახლახანს განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, კომპანია 2000 თანამშრომელს ხელფასს 6 თვის განმავლობაში მაინც გადაუხდის.
ცნობისთვის, Starbucks რუსეთში 2007 წელს შევიდა და ქვეყანაში130 ყავის მაღაზიას ფლობდა.
უამრავმა ბრენდმა და კორპორაციამ დატოვა რუსეთის ბაზარი. მათ შორის, McDonald’s–მა, რომელმაც 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისა და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს გამო, რუსეთში 850 რესტორნის გაყიდვა გადაწყვიტა.