ფოტო: THE ASSOCIATED PRESS
მსოფლიო
01/02/2022

Sony ვიდეო თამაშების დეველოპერ Bungie-ს $3.6 მლრდ-ად ყიდულობს

Sony Group Corp.-ი Destiny-ს მწარმოებელ ვიდეო თამაშების დეველოპერ კომპანია Bungie-ს $3.6 მლრდ-ად ყიდულობს.

ამრიგად, PlayStation-ის მწარმოებელი Sony აძლიერებს კონკურენციას Xbox-ის მწარმოებელ Microsoft-თან.

ორშაბათს გამოცხადებული გარიგება Sony Interactive Entertainment-ის მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში მესამე მნიშვნელოვანი შესყიდვაა ვიდეო თამაშების სამყაროში, მას შემდეგ, რაც Microsoft Corp.-მა Activision Blizzard-ი $69 მლრდ-ად იყიდა და Take Two Interactive Corp.-ის მობილური თამაშების ლიდერი Zynga 10 იანვარს.

Sony ცნობილია თავისი ძვირადღირებული ერთმოთამაშიანი თამაშებით, როგორიცაა God of War, Ghost of Tsushima, The Last of Us და Ratchet & Clank: Rift Apart.

Bungie-ს შეძენა Sony-ს მისცემს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ "პირველი პირის შუტერ თამაშს", რომელიც კონკურენციას გაუწევს მასიური Call of Duty სერიებს, რომელსაც Sony-ის მთავარი კონკურენტი ახლა Activision-ის მეშვეობით ფლობს.

ინფორმაციისთვის, Bungie ქმნის პოპულარულ თამაშის ფრენჩაიზს Destiny და იყო Xbox-ის საკუთრებაში არსებული Halo-ს ორიგინალური დეველოპერი.

Bungie-მ საქმიანობა 1991 წელს ჩიკაგოში დაიწყო და ახლა კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 900 ადამიანი. Bungie დაფუძნებულია Microsoft-ის შტაბ-ბინიდან არც თუ ისე შორს, რედმონდში, ვაშინგტონში. ხოლო Sony-ს ვიდეო თამაშების განყოფილება მდებარეობს სან მატეოში, კალიფორნიაში.

აღსანინშნავია, რომ Microsoft–მა Bungie 2000 წელს იყიდა, მაგრამ მოგვიანებით, 2007 წელს დატოვა თამაშის სტუდია და შეინარჩუნა ინტელექტუალური საკუთრების უფლება Halo ფრენჩაიზის შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023