სერგეი ლავროვი: სანქციების ალტერნატივა მესამე მსოფლიო ომია
რუსეთი სანქციებზე როგორ რეგირებს? - ლავროვმა ანტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი არასდროს იყოს დამოკიდებული არც დასავლეთის რომელიმე ქვეყანაზე და არც კომპანიაზე, რადგან მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს.
„არ გინდათ რუსული გაზი და ნავთობი, ნუ გინდათ არ დავიწყებთ შეგონებას, არავის შევეხვეწებით“, - ლავროვმა უკრაინა ქურდობაში დანარჩენი მსოფლიო კი უსამართლობაში დაადანაშაულა.
აღნიშნა, რომ კრიზისი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. იმ დროიდან, როცა უკრაინამ სატრანზიტო გაზისმოპარვა დაიწყო. საფასურს არ იხდიდა, თუმცა იმ დროს „დასავლეთი გაყუჩდა“, შეიქმნა რუსეთის მტრის ხატი, როგორ ყინავს რუსეთი უკრაინას.
ლავროვმა ისიც თქვა, რომ სანქციების ალტერნატივა მე-3 მსოფლიო ომია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანარჩენი მსოფლიო რუსეთის მიმართ დივერსიაში დაადანაშაულა. როგორ ანთავსებს პენტაგონი ბიოლოგიურ ლაბორატორიებს უკრაინაში და როგორ უნდა გააფართოოს მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მშვიდობიანი რომ არ არის ამას წყალი არ გაუვა.
ცეცხლის შეწყვეტა და მარიოპოლში მშვიდობიანი დერეფნის მოწყობა იყო ანტალიაში უკრაინის და რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი, რომელიც ერდოღანის ინიციატივით ანტალიაში გაიმართა.
ჩვენ ევროპის დაპყრობის გეგმები არ გვაქვს, არც უკრაინას ვიპყრობთ, - სერგეი ლავროვმა ევროკავშირი და დემოკრატიული თანამეგობრობა დაადანაშაულა უკრაინაში შექმნილ საომარ ვითარებაში, რომ ევროპა აწვდის უკრაინას იარაღს, რაც გრძელვადიანი საფრთხეების შემცველია მთელი კონტინენტისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრანიაში რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. სპეცოპარციის საფუძვლებზე განაცხადა. თითქოს სახალხო რესპუბლიკებზე იგეგმებოდა თავდასხმა და „სპეცოპერაცია“ ამის პრევენციას ემსახურებოდა.
ლავროვის თქმით, რუსეთს უკრაინის ნეიტრალიტეტი სურს და არა ნეონაციზმი.