ფოტო: japantimes.co.jp
მსოფლიო
27/06/2022

საუკუნის დეფოლტი - რუსეთს საგარეო ვალის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა

საუკუნის დეფოლტი - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და დასავლეთის დაწესებულ სანქციებს კონკრეტული შედეგები აქვს.

სანქცირებულ ქვეყანას სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა და 100 მილიონი დოლარის გადახდა ვერ შეძლო. თავად რუსეთი ვითარებას ფარსს უწოდებს, რადგან აცხადებს, რომ ყველა ვალის დროულად მომსახურების სურვილი და შესაძლებლობა აქვს, თუმცა სანქციები ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

რუსეთის სახელმწიფოს 40 მილიარდიანი ვალი დოლარსა და ევროშია დენომინირებული. აღსანიშნავია, რომ 1918 წლის შემდეგ ეს რუსეთის პირველი დეფოლტია.