"საწვავის კრიზისის" გამო დიდი ბრიტანეთის არმიაში მობილიზაცია გამოცხადდა
დიდ ბრიტანეთში სამხედროები სრულ მზადყოფნაში, რათა საწვავის კრიზისის მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთში რამდენიმე დღეა ავტოგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიებს საწვავის გადამტანი მანქანები არ ჰყოფნის, რამაც პანიკა გამოიწვია. სამხედრო მანქანების 150 მძღოლმა ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკანასკნელ დროს პანიკა შემცირდა და ამ საკითხში სამხედროების გამოყენება პანიკის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს.
ექსპერტების შეფასებით, დიდ ბრიტანეთში სატვირთოების დაახლოებით 100 000 მძღოლის უკმარისობაა. ამაში სადისტრიბუციო კომპანიების მძღოლებიც შედიან.
საწვავის ძირითადი მიმწოდებელი კომპანიები BP და Shell ვარაუდობენ, რომ პანიკა რამდენიმე დღეში შენელდება და ბენზინგასამართი სადგურები მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.