მსოფლიო
06/06/2022

სასტუმროების ქსელი Marriott რუსეთის ბაზარს ტოვებს

სასტუმროების ქსელი Marriott რუსეთის ბაზარს ტოვებს. 

25 წლიანი ოპერირების შემდეგ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასავლურმა სანქციებმა შეუძლებელი გახადა რუსეთში მუშაობა.

ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Marriott–მა მოსკოვის ოფისი დახურა და რუსეთში ინვესტიციები შეაჩერა.

თუმცა, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული Marriott–ის 22 სასტუმრო მესამე პირების საკუთრებაშია და არ დახურულა.

"ჩვენ მივედით აზრამდე, რომ ახლად გამოცხადებული აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის შეზღუდვები შეუძლებელს გახდის Marriott-სთვის მუშაობის გაგრძელებას და სასტუმროების ფრენჩაიზირებას რუსულ ბაზარზე.

ამასთან, ვრჩებით ფოკუსირებული რუსული თანამოაზრეების "ზრუნვაზე" და მხარს ვუჭერთ უკრაინასა და რუსეთში მყოფ ინდივიდებს, რათა დასაქმებულიყვნენ Marriott-ში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში. ვუერთდებით ამჟამინდელი ძალადობის დასრულებას და მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაწყებას"– ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ბაზრის დატოვებით Marriott უერთდება მაკდონალდსს, სტარბაქსს და სხვა დიდ კომპანიებს, რომლებმაც უკვე უარი თქვეს რუსეთში მუშაობაზე.