Samsung-ი 17 წელია, ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს
სამხრეთ კორეული Samsung-ი უკვე 17 წელია, ტელევიზორების ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს.
დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის Omdia-ს მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ გლობალურ ბაზარზე ეს სტატუსი კიდევ ერთხელ დაიდასტურა.საკუთარი პროდუქციის შექმნისას კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრემიუმ-კლასის მოდელების შექმნას, რაც მის უპრეცედენტო ლიდერობას განაპირობებს.
ამ მიდგომის საუკეთესო ილუსტრაცია გახდა Neo QLED-ის სერია: 2022 წელს Samsung-მა QLED-ისა და Neo QLED-ის მოდელების 10 მილიონამდე ერთეული გაყიდა. შესაბამისად, ამ სერიის პროდუქციის გაყიდვებმა 2017 წლის შემდეგ 35 მილიონი ტელევიზორი შეადგინა.
Samsung Electronics-ის წარმომადგენლის ჩეოლგი კიმის განცხადებით, კომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და პრემიუმ-კლასის პროდუქციის შექმნას, რომელსაც შეუძლია „მომხმარებელს შესთავაზოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ, პრემიალური ხარისხის გამოსახულებაა.“
ტელევიზორების მსოფლიო ბაზარზე ლიდერობის შესაძლებლობა კომპანიას მისცა მისწრაფებამ, შექმნას ყველაზე ინოვაციური მოდელები, ტექნიკური გადაწყვეტები და დიზაინი.
სერია ბორდოს (Bordeaux) ჩაშვებამ 2006 წელს სათავე დაუდო თხევადკრისტალური და მსუბუქი ტელევიზორების გავრცელებას
კომპანია ამის შემდეგაც აგრძელებდა რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვას და შედეგად, 2009 წელს პირველი LED-ტელევიზორი, 2011-ში კი Smart TV გამოუშვა.
2017 წელს კომპანიამ მსოფლიოს შესთავაზა ახალი თაობის ეკრანი, როცა QLED-ტელევიზორი წარმოადგინა. ამ პროდუქტში პირველად იქნა გამოყენებული კვანტური წერტილების ტექნოლოგია და ფერების 100%-იანი სიზუსტე.
ამას 2018 წელს მოჰყვა რევოლუციური QLED 8K, რის შემდეგაც მსოფლიომ Quantum Mini Neo QLED, 2021-ში კი MICRO LED იხილა.
ინოვაციურმა ტექნოლიგიებმა ახალი შინაარსი შესძინა ტერმინს „სატელევიზიო გამოსახულების ხარისხი“ და ყოველ ჯერზე დარგში ახალი სტანდარტები ინერგებოდა.
ამასთან, Samsung-მა შექმნა ახალი კატეგორიები, მაგალითად ინტერიერის მოწყობილებების სერია Lifestyle, მათ შორის The Terrace (ტერასისთვის განკუთვნილი ტელევიზორი), The Freestyle (პროჟექტორი), The Premiere (საოჯახო კინოთეატრი).
2023 წელს Samsung-ი აპირებს შეინარჩუნოს კურსი ინოვაციური გადაწყვეტების შექმნისკენ. კომპანია წარმოადგენს ინტუიტიური მართვის ტექნოლიგიებს, რომლის მიზანია, მაქსიმალურად უპასუხოს მომხმარებლის სურვილებს.
ჭკვიანი სახლის პლატფორმა SmartThings უზრუნველყოფს ერთიან ინტეგრაციას და რამდენიმე მოწყობილობის ჩართვას. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შექმნას მასზე მორგებული უნიკალური ტექნოლოგიური სივრცე, რომელიც მის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული.