მსოფლიო
24/02/2022

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებთ რუსეთს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას

"უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები #SlavaUkraini "– წერს, საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე. 

რუსეთმა უკრაინაში ომი გამთენიისას დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ისმის უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევშიც.

უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

Businesspartner