მსოფლიო
08/04/2021

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 2018 წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა – IATA

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, 2021 წლის თებერვალში, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, თუმცა იმავდროულად 2018 წლის თებერვლის მაჩვენებლებს გაუტოლდა, - ინფორმაციას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) ავრცელებს. 

”ყოველთვიურ ჭრილში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 1,5%-ით გაიზარდა და დაუბრუნდა დონეს, რომელიც ბოლოს 2018 წელს იყო დაფიქსირებული ვიდრე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფით გავლენას მოახდენდა საჰაერო ტვირთების ბიზნესზე”, – ნათქვამია IATA-ს პრესრელიზში.

უფრო მეტიც, თუ 2021 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 2020 წლის თებერვალთან შევადარებთ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა 10,8%-ით გაიზარდა. IATA-მ აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების ობიექტური სურათის ასახვისთვის, სასურველია თუ არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარდება 

IATA-ს თანახმად, ინდიკატორის ყველაზე ძლიერი ზრდა 2019 წლის თებერვალთან შედარებით დაფიქსირდა აფრიკაში – 42,3%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 17,1%-ით, ხოლო შუა აღმოსავლეთში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 8,7%-ით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში – 7,1%-ით და ევროპაში – 4,7%-ით. ინდიკატორის შემცირება აღინიშნა ლათინურ ამერიკაში – 18,4%-ით.

Businesspartner