მსოფლიო
15/01/2021
საფრანგეთი რეგულაციებს ამკაცრებს
საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაციები მკაცრდება.
ახალი რეგულაციებით, 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00 სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს
18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემსვლელთათვის სავალდებულო ხდება:
გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR – ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.