მსოფლიო
15/10/2020

Ryanair ზამთრის ფრენების სიხშირეს ამცირებს

Ryanair ზამთრის ფრენების სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებაზე აცხადებს. კომპანია გასული წლის სიმძლავრის მხოლოდ 40%-ით იმუშავებს. 

BBC-ის ცნობით, ავიაკომპანია ზამთარში კორკში, შენონსა და ტულუზში ბაზებს ხურავს, თუმცა კომპანია იმდევნობს, რომ შემცირებული სიხშირით მარშრუტების 65%-ის შენარჩუნებას შეძლებს.

კომპანიის თქმით, ფრენების შემცირება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების პასუხია, რომლებმაც ნოემბერ-დეკემბრის ჯავშნების შემცირება გამოიწვია.

ფრენების განრიგისა და კომპანიის დატვირთვის დაახლოებით 70%-ით შემცირების ფონზე, Ryanair მთელი წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი 38 მილიონ მგზავრამდე დაეცემა.

Businesspartner