რუსი ტურისტების გარეშე დარჩენილი მსოფლიო კურორტები
ზოგიერთი ტურისტული მიმართულება მთელს მსოფლიოში, თავიანთი მაღალდანახარჯიანი მომხმარებლების, ჯერ ჩინელების და ახლა კიდევ რუსების გარეშე დარჩნენ.
პანდემის 2 წლის განმავლობაში კურორტებს ვიზიტორები თითქმის არ მიუღიათ და ახლა, როდესაც ამ მხრივ შედარებით სტაბილური სიტუაციაა და სასტუმროებიც განსაკუთრებული მზადების პროცესში არიან, რუსეთ–უკრაინის კონფლიქტმა და დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოში ცნობილი კურორტები რუსი ტურისტების გარეშე დატოვა, რომლებიც მათი შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ.
სანქციებმა რუსეთის მიერ გამოშვებული საკრედიტო ბარათები გამოუსადეგარი დატოვა, რამაც ხელი შეუწყო ბევრ გაუქმებულ მოგზაურობას, როგორც მალდივის ძვირადღირებულ ვილებში, ასევე ვარადეროში და კუბაში.
მაგალითად, გასულ წელს კუბას ვიზიტორთა 41%–ს რუსები შეადგენდნენ.
როგორც Bloomberg-ი წერს, სანქციების შედეგების გავლენა იგრძნობა თურქეთის, საბერძნეთისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კურორტებზე, სასტუმროებში, ბარებსა და რესტორნებში.