მსოფლიო
25/02/2022
რუსეთში ომის მოწინააღმდეგე 1700 პროტესტანტი დააკავეს
უკრაინაზე თავდასხმას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციებზე, როგორც BBC სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება 1700-მდე ადამიანია დაკავებული.
დაკავებულთაგან 900 ადამიანი მოსკოვში, 400 კი სანქტ-პეტერბურგში, დაკავებულები არიან სხვა ქალაქებშიც.