მსოფლიო
06/07/2021

რუსეთმა ნავთობის ექსპორტი 10,4%-ით შეამცირა

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში რუსული ნავთობის ექსპორტი 10.4%-ით,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.282 მილიონ ტონამდე შემცირდა- ნათქვამია  ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებში.

რუსეთი მონაწილეობს "OPEC +"-ის შეთანხმებაში ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც  სხვა ქვეყნებში მიწოდებებიც მცირდება.ამავდროულად, ივნისის თვეში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 3.5%-ით  18,868 მილიონ ტონამდე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაცით, იანვარ-ივნისის თვეებში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა 5,8%-ით 9,119 მილიონ ტონამდე. ივნისში ეს მაჩვენებელი შემცირდა 16.3%-ით და  1.604 მილიონი ტონა შეადგინა.

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შიდა ბაზარზე განხორციელდა 139,46 მლნ ტონა ნავთობის მიწოდება, რაც 0.2%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ივნისში შიდა ბაზარზე მიწოდებულ იქნა 23,131 მილიონი ტონა ნავთობი (ზრდა 10,4%-ით).

Businesspartner