ფოტო: kbc.co.ke
მსოფლიო
25/02/2022

რუსეთის თავდასხმას უკრაინაში 57 ადამიანი ემსხვეროლა, დაშავებულია 169

რუსეთის თავდასხმას უკრაინაში 57 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 169, - მონაცემებს უცხოური მედია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრი ამბობს, რომ მედიკოსები და კლინიკები, მათ შორის კერძო სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ვიქტორ ლიაშკო ამბობს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკები პროფილს შეიცვლიან. ამავდროულად ვიქტორ ლიაშკომ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, შესაძლებლობის ფარგლებში სტაციონარები დაშავებულთათვის გამოათავისუფლონ.