მსოფლიო
04/03/2022
რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის ზღვარზე - S&P-იმ ქვეყნის რეიტინგი კიდევ შეამცირა
რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის ზღვარზეა. სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ რუსეთის სუვერენული რეიტინგი "BB მინუსიდან" "CCC მინუსამდე" შეამცირა.
რეიტინგი მოასწავებს, რომ ქვეყნის გადახდისუნარიანობა საფრთხის წინაშეა. ამავდროულად სააგენტო რეიტინგის კიდევ უფრო შემცირებას ელის. მისი დამატებით 3 საფეხურით შემცირება კი უკვე ქვეყნის დეფოლტს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ომის დაწყებიდან რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი კვირის წინ ВВВ-დან BB+-მდე შეამცირა.
დეფოლტის ალბათობა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამ განაპირობა.