მსოფლიო
26/02/2022

რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს - თემურ გოჩიტაშვილის განმარტება

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი განმარტავს, რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

ექსპერტი დასაწყისშივე დასძენს, რომ ევროპა ისედაც გეგმავს წიაღისეულის სათბობის შემცირებას ენერგეტიკულ ბალანსში, რადგან ისინი განახლებად ენერგიაზე გადადიან, თუმცა ეს დროის ამბავია.

„ბოლო წლებში რუსეთის წილი ევროპის გაზმომარაგებაში 35%-დან 40%-მდე იყო. წინა წელს, როცა მან შეწყვიტა სავაჭრო პლატფორმებზე გაზის მიწოდება, მხოლოდ კონრტაქტებით აწვდიდა, ეს ჩამოვიდა 17%-მდე. 2022 წელს 17%-ია რუსეთის წილი ევროპის ბაზარზე და არა 35% და 40%. მიწოდება რომ შეწყვიტოს, ევროპული კანონმდებლობით, ყველა იმპორტიორი ქვეყანა ვალდებულია, რომ ჰქონდეს მას ენერგეტიკული რესურსების 3 თვიანი მარაგი. 2 დღის წინ ენერგეტიკის საერთაშორისო ასიციაციამ ჩაატარა მონიტორინგი და გაერთიანების თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია რუსულ ენერგომატარებლებზე - სლოვაკეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, გერმანია და პოლონეთი, 90 დღის მარაგი აქვთ ნავთობპროდუქტების.  მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგეტიკა მოიხმარს გაზის დაახლოებით 30%-ს. ე.ი. ის 30% ამ თავისივე ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებით იქნება უზრუნველყოფილი მინიმუმ 90 დღის განმავლობაში და ნავთობპროდუქტი არ არის გაზი, რომელსაც მილი სჭირდება მისაყვანად. ამ 90 დღის განმავლოვაში ის კიდევ შეივსება ახლოაღმოსავლეთიდან, სხვა ქვეყნებიდან.

რუსული გაზის ძირითადი ალტერნატივა არის თხევადი გაზი, რადგან ის არის ისეთივე უნივერსალური, როგორც ნავთობი, მას მილსადენი არ სჭირდება, ნებისმიერი A წერტილიდან B წერტილში შეგიძლია შეიტანო უმტკივნეულოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.  ევროპამ სწორედ იმით ამოისუნთქა, რომ ამერიკამ ორჯერ გაზარდა ევროკავშირში თავისი იმპორტი და ამას აგრძელებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023