მსოფლიო
02/03/2022

რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  - 0,04-0,06 ევროთი/ლიტრაზე. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი  ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ფინეთშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

28 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.31  ევროს, დიზელის საწვავი - 1,92 ევროს.

ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  2,08 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,22 ევროს, დიზელის საწვავი - 1,92  ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,04  ევროს, დიზელის საწვავი - 1,86 ევროს.

ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის  ბენზინი - 0,42 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,47 ევრო,A-98  მარკის  ბენზინი - 0,54 ევრო, დიზელის საწვავი - 0,50 ევროს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასებს,სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი  - 0,92 ევროს შეადგენს,  A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,04 ევროს , დიზელის საწვავი - 0,91 ევროს.

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,52 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,00 ევროს; დიზელის საწვავი - 0,42 ევროს.უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,02 ევროს,  A-95 მარკის  ბენზინის ფასი - 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.10 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს.

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,07 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.

მოლდოვაში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,18 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,26 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს.

ბელორუსიაში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,65 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 0,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,73 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი -0,90 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,95 ევროს; დიზელის საწვავი - 0,91 ევროს.