მსოფლიო
16/02/2022

ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე TOP 10 ქვეყანა

2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რომელიც The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა, წარმოდგენილია ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე TOP 10 ქვეყანა.

1. პირველ ადგილზეა სინგაპური, რომლის ეკონომიკური თავისუფლების ქულა 84.4–ია, რაც მის ეკონომიკას, 2022 წლის ინდექსში, ყველაზე თავისუფალს აქცევს. სინგაპური აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 39 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

2. მეორე ადგილზეა შვეიცარია. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა არის 84.2, შვეიცარია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა და მისი საერთო ქულა მნიშვნელოვნად აღემატება რეგიონალურ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

3. სამეულშია ირლანდიაც, რომლის ეკონომიკური თავისუფლების ქულა არის 82. ირლანდია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-2 ადგილზეა და მისი საერთო ქულა აღემატება რეგიონალურ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

4. ახალი ზელანდიის ეკონომიკური თავისუფლების ქულა არის 80.6 და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-4 ადგილს იკავებს. ახალი ზელანდია მე-2 ადგილზეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 39 ქვეყანას შორის და მისი საერთო ქულა აღემატება რეგიონალურ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

5. ლუქსემბურგის ეკონომიკური თავისუფლების ქულა 80.6–ია. ის მე-3 ადგილზეა ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის და მისი საერთო ქულა აღემატება რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

6. ტაივანის ეკონომიკური თავისუფლების ქულა 80.1–ს შეადგენს. ტაივანი მე-3 ადგილზეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 39 ქვეყანას შორის და მისი საერთო ქულა აღემატება რეგიონალურ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

7. ესტონეთს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 0 ქულა აქვს. ის ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

8. ნიდერლანდების ქულა არის 79.5, რაც მის ეკონომიკას მე-8 ადგილზე აქცევს 2022 წლის ინდექსში. ნიდერლანდები ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

9. ფინეთის ეკონომიკური თავისუფლების ქულამ3 შეადგინა. ფინეთი ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

10. ათეულის ბოლო ადგილზეა დანია, რომლის ქულაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 78–ს შეადგენს. რაც მის ეკონომიკას მე-10 ადგილზე ქხვედრებს 2022 წლის ინდექსში. ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის დანია მე-7 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023