მსოფლიო
07/07/2020

Qatar Airways-მა მგზავრს, გაუქმებული რეისისთვის, შეცდომით $20 მლნ დაუბრუნა

ავიაკომპანია Qatar Airways-მა COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ფრენის სანაცვლოდ მგზავრს ბილეთის საფასურის ნაცვლად, შემთხვევით, 20 მლნ დოლარამდე თანხა დაუბრუნა. მგზავრს, რომელსაც ჯაკარტადან ლონდონის მიმართულებით Qatar Airways-ის ბიზნეს-კლასით უნდა ემგზავრა და ფრენა გაუუქმდა.

როგორც ირკვევა, რეისის გაუქმების შემდეგ მგზავრმა შესაბამისი განაცხადი შეავსო და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. მგზავრი დაახლოებით 2000 დოლარს ელოდა, თუმცა 20 მლნ დოლარამდე მიიღო. მოულოდნელი სმს-გან მიღებული სიხარული, რომელიც ანგარიშზე სოლიდური თანხის ჩარიცხვას იუწყებოდა, დიდხანს არ გაგრძელებულა. რადგანაც ავიაკომპანიამ ან ბანკმა ტრანზაქცია შენიშნა და საბოლოოდ ანგარიშზე რამდენიმე ნულიანით ნაკლები ციფრი ასახა.

როგორც მგზავრი ვარაუდობს, შეცდომა კონვერტაციისას მოხდა, რადგანაც მან ბილეთის ყიდვისას ინდონეზიური ვალუტა გადაიხადა, მთლიანობაში კი 28 მლნ ინდონეზიური რუპია. სავარაუდოდ შეცდომაც ამიტომ დაფიქსირდა. 

ავიაკომპანიაში კი განმარტეს, რომ შეცდომა საბანკო ოპერაციისას დაფიქსირდა. 

 

avianews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022