პუტინი: დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა, რუს ბავშვებს ყრიან სკოლიდან, დასაქმებულებს - სამსახურებიდან
დასავლეთმა ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა, რუს ბავშვებს ყრიან სკოლიდან, დასაქმებულებს სამსახურებიდან, - ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დასავლეთისთვის რუსეთის ნებისმიერი მოქმედებები არის საბაბი მხოლოდ სანქციების დასაწესებლად, რაც რუსეთის დასუსტებას ემსახურება.
რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია, მისი თქმით, გრძელვადიანი, დასავლთის კარგად გააზრებული კამპანიაა.
კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთის განადგურებას, თავისი მიზნისთვის, მაგრამ რუსეთი არასდროს იქნება დამცირებული, - პუტინის თქმით, ის რუსეთის სუვერენიტეტისთვის იბრძვის და ბრძოლას არ შეწყვეტს.
პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. პირველი ტალღა საბანკო სექტორს დაატყდა, მაგრამ გაუმკლავდა, 24/7 რეჟიმში მუშაობით.
მე-2 იყო სავაჭრო-მომსახურების სექტორი, თუმცა მასშტაბური დეფიციტის დაძლევა მოხერხდა.
პუტინი რუსეთის გადარჩენას იზოლაციაში საკუთარი რესურსებით აპირებს - ტექნოლოგიური და სამეცნიერო სუვერენიტეტის გაძლიერებით. პუტინმა სოციალური შემწეობების, პენსიის და ხელფასების გაზრდა დაანონსა. ამასთან თქვა, რომ მდგომარეობა არ იქნება მარტივი. გაიზრდება ინფლაცია და უმუშევრობა.
რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგი ნაბიჯებიც დაანონსა: საწარმოებმა მომსახურების საფასური მალე რომ მიიღონ, სახელმწიფო ავანსერების ინსტრუმენტების აამოქმედდებს.
ასევე მიმართა ექსპორტირებს გაზარდონ მოცულობები შიდა ბაზარზე, რომ ფასები შემცირდეს, მათ შორის საწვავზე. ყველა ფედერალური და რეგიონული პროექტი უნდა გაგრძელდეს სრული მასშტაბით, არ იქნება ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების პრობლემა. "ჩვენი ეკონომიკა საკმარისს გამოიმუშავებს", - ამბობს პუტინი და აცხადებს, რომ არ იქნება საჭირო რუსეთის ცენტარალური ბანკის მიერ ფულის დაბეჭდვის, ფინანსთა სამინისტრო გახსნის საკრედიტო ხაზს და არც ინფრასტრუქტურული კრედიტების გაზრდას გამორიცხავს.