მსოფლიო
18/01/2022

პანდემიამ პრეზერვატივების უმსხვილეს მწარმოებელს გაყიდვები შეუმცირა

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვების შემოღების შედეგად მსოფლიოში პრეზერვატივებზე მოთხოვნა დაეცა. ამის შესახებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უმსხვილესი მწარმოებლის Karex Berhad-ის გენერალურმა დირექტორმა გო მია კიატმა განაცხადა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები ბოლო ორ წელიწადში 40%-ით შემცირდა. კიატის თქმით, მოლოდინების საპირისპიროდ, პანდემიის დროს ადამიანებმა სექსი გააიშვიათეს და დროის დიდი ნაწილის სახლში გატარება დაიწყეს.

გარდა ამ ფაქტორისა, გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა სასტუმროების დახურვა, ასევე მოსახლეობაში პრეზერვატივების უფასო დარიგების პროგრამების შეჩერება.

Karex-ი მსოფლიოში ყოველი მეხუთე პრეზერვატივის მწარმოებელია. პანდემიის დასაწყისში კომპანიას იმედი ჰქონდა, რომ გაყიდვები გაუორმაგდებოდა. თუმცა ძალიან მალე გაირკვა, რომ მიზეზი სექსის გაიშვიათება გახდა.

 

jandacva.ge

Businesspartner