მსოფლიო
04/08/2022
OPEC ნავთობის მოპოვების ზრდას დათანხმდა
მსოფლიო ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნები მომდევნო თვეში ნავთობის მოპოვების მცირე რაოდენობით ზრდაზე შეთანხმდნენ.
CNN-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალური ეკონომიკური რეცესია და ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შიშია. აღსანიშნავია, რომ ეს OPEC-ის პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის პრეზიდენტი ეწვია. გასულ თვეს ჯო ბაიდენის ვიზიტის მიზეზი ნავთობის მოპოვების ზრდაზე საუბარი იყო.
OPEC+-ში კი აცხადებენ, რომ სექტემბერში ნავთობის მოპოვება დღეში 100 000 ბარელით გაიზრდება. OPEC+-ში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მოკავშირეებთან ერთად ერთიანდებიან. გაერთიანების მოკავშირეებს შორის არის რუსეთიც.