მსოფლიო
27/01/2021
OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს
OPEC-ი წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს.
ნავთობკარტელის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 5,9 მლნ. ბარელით, დღე/ღამეში 95,9 მლნ ბარელამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, კრიზისულ 2020 წელს ვარდნა დღიურად 9,8 მლნ ბარელი იყო.
OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მუჰამმედ ბარკინდომ ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს სავარაუდოდ, 4.4%-ით გაიზრდება, რაც დიდი მიღწევაა გლობალური ეკონომიკისთვის.
ბარკინდოს აზრით, ნავთობინდუსტრია დღეისათვის 12,6 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციას საჭიროებს.