მსოფლიო
26/06/2020
Olympus-ი ფოტოაპარატების ბიზნესიდან გადის
ფოტოაპარატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი Olympus-ი არსებობის 84 წლის შემდეგ, ამ ბიზნესს ყიდის.
BBC-ის ცნობით, კომპანიამ განაცხადა, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად „უკიდურესად სერიოზულ ციფრული კამერების ბაზარს“ მოგება აღარ მოაქვს.
ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი Olympus-ის განცხადებით, სმარტფონების გამოჩენაა, რამაც ბაზარი შეამცირა.
ამ ეტაპზე Olympus-ი ცდილობს გააფორმოს გარიგება და საკუთარი ბიზნესი ფოტოკამერებს ჩამოაშოროს, რათა მისი ბრენდების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად Zuiko, სხვა ფირმების ახალ პროდუქტებში იყოს შესაძლებელი. „ვფიქრობთ, ეს სწორი ნაბიჯია ბრენდის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.“ - აცხადებენ კომპანიაში.
ფოტო: pcmag.com