მსოფლიო
29/07/2020

Nissan-ი წელს 4.5 მლრდ-იან ზარალს ელის

მას შემდეგ რაც Nissan-მა წლიური დანაკარგის პროგნოზზე განაცხადა, კომპანიის აქციების ფასი 10%-ით დაეცა.

BBC-ის ცნობით, სიდიდით მეორე ავტომანქანების მწარმოებელმა იაპონიაში განაცხადა, რომ წელს 4.5 მილიარდიან საოპერაციო ზარალით დაასრულებს, მიზეზი კორონავირუსია.

პროგნოზი უფრო უარესი გამოდგა ვიდრე მოსალოდნელი იყო, კომპანიამ იწინასწარმეტყველა რომ მათი გაყიდვები იქნებოდა ყველაზე დაბალი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„ბაზრის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია და ჩვენ ვხედავთ მოთხოვნის შემდეგ გაუარესებას პანდემიის შესაძლო მეორე ტალღის გამო,“ - განუცხადა ინვესტორებს Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ.

უჩიდამ ასევე განაცხადა, რომ კომპანია მიმდინარე წელს აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის.

Nissan-ის გლობალური გაყიდვები აპრილ-ივნისში 48%-ით შემცირდა, გაყიდვები განახევრდა ჩრდილოეთ ამერიკასა და 40%-მდე დაეცა ჩინეთში.

კომპანიას კორონავირუსის პანდემიამდეც ბევრ პრობლემასთან უწევდა გამკლავება.

ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, წარმოება 20%-ით შემცირდება, ხოლო Nissan-ის ქარხანა ესპანეთსა და ბარსელონაში დაიხურება.

კომპანიის ქარხანა დიდ ბრიტანეთში, რომელიც სანდერლენდში მდებარეობს გადარჩა, მაგრამ Nissan-ის მთავარმა ოპერაციების დირექტორმა მსოფლიოში BBC-ის განუცხადა, რომ ოპერაციები იქნება „არამდგრადი“, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვა სავაჭრო გარიგების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მაისში Nissan-ის პარტნიორმა რენომ სამუშაო ადგილები 15000-ით შემცირებაზე განაცხადა, გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პანდემიის გამო გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

Businesspartner