Netflix–ი სულ უფრო მეტ გამომწერს კარგავს
სტრიმინგის მეფეს ხანგრძლივი მეფობის შემდეგ, რთული ბრძოლა ელის თავისი გვირგვინის შესანარჩუნებლად–ასე ეხმიანება უცხოური მედია Netflix-ის 1 მილიონზე მეტი გამომწერის დაკარგვას.
მომმხმარებლების უკმაყოფილება გაძვირებულმა სერვისებმაც გამოიწვია.
Netflix–მა აპრილიდან ივლისამდე თითქმის 1 მილიონი აბონენტი დაკარგა. რასაც მოჰყვა ასობით სამუშაო ადგილის შემცირება და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა.
თუმცა ამ კვირაში დაფიქსირებული დანაკარგები ყველაზე დიდი იყო ფირმის ისტორიაში, აშშ-სა და კანადაში კვარტალში ყველაზე მეტი გაუქმება აღინიშნებოდა, რასაც მოჰყვება ევროპა.
ეს მკვეთრი ცვლილებაა Netflix-ისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ერთი შეხედვით შეუჩერებელი ზრდით სარგებლობდა, რადგან მან რევოლუცია მოახდინა მთელ მსოფლიოში. პანდემიის განმავლობაში კომპაიამკიდევ უფრო დიდი პოპულარობა მმოიპოვა, რადგან სახლში დარჩენილი ხალხისთვის Netflix-ის სერიალები და პროგრამები გართობის კარგი საშუალება იყო.
ყველაფრის ფონზე, კომპანიას სასტიკი კონკურენცია ემუქრება ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Apple TV, HBO Max, Amazon Prime და Disney+.