Netflix პაროლის გაზიარებასთან დაკავშირებით მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს
Netflix პაროლის გაზიარებასთან დაკავშირებით მკაცრი ზომების მიღებას ცდილობს.
Netflix-ის მომხმარებელთა ნაწილი ეკრანზე წარწერის შესახებ აღნიშნავს „თუ თქვენ ამ აქაუნთის მფლობელთან არ ცხოვრობთ, მაშინ ყურების გასაგრძელებლად საკუთარი აქაუნთი გჭირდებათ.“
როგორც BBC-ი კომპანიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, კომპანიის მიზანია დარწმუნდეს რამდენად აქვთ კონკრეტულ ადამიანებს Netflix-ის კონკრეტული აქაუნთის გამოყენების უფლება.
საცდელ ვერსიაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაადასტურონ, რომ მათ აქაუნთზე წვდომის უფლება მისცეს კოდის საშუალებით, რომელიც მათ ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნებათ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, გააფართოებს თუ არა Netflix ამ მიმართულებით მუშაობას ჯერ-ჯერობით უცნობია. ამასთან, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის რამდენი ადამიანი იყენებს პლატფორმის მომსახურებას დარღვევით.