მსოფლიო
01/03/2022
Netflix-მა რუსული არხების გადაცემაზე უარი თქვა
აშშ-ს სტრიმინგ გიგანტი Netflix უკრაინაში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ დაემორჩილება რუსეთის ახალ წესებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი 20 არხის გადაცემის შესახებ.
ვალდებულებები გულისხმობს, რომ 1 მარტიდან Netflix-ს მოუწევდა რუსეთის 20 ფედერალური სატელევიზიო სადგურის გადაცემა, მათ შორის, როგორიცაა პირველი არხი, NTV და არხი, რომელსაც მართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ამასთან, პირველ არხს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან.
"ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვგეგმავთ ამ არხების დამატებას ჩვენს სერვისში", - თქვა Netflix-ის სპიკერმა.