Netflix-მა გამომწერების დაკარგვის შემდეგ 150 თანამშრომელი გაათავისუფლა
Netflix-მა დაახლოებით 150 თანამშრომელი გაათავისუფლა, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც გასართობმა გიგანტმა განაცხადა, რომ პირველად კარგავს გამომწერებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
BBC-ის ინფორმაციით, Netflix-ის გადაწყვეტილება ძირითადად კალიფორნიის ოფისს შეეხება.
"ეს ცვლილებები ძირითადად განპირობებულია ბიზნესის საჭიროებებით და არა ინდივიდუალური მიზეზებით, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის სიტუაციას, არცერთ ჩვენგანს სურს გამომშვიდობოს კოლეგებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აპრილში, სტრიმინგის გიგანტმა 200,000 აბონენტი დაკარგა და განაცხადა, რომ მომდევნო კვარტალში მოსალოდნელი იყო კიდევ ორი მილიონი მომხმარებლის დაკარგვა.
ამ ამბავმა გამოიწვია ინვესტორების დაფრთხობა და ფირმის აქციები ერთ დღეში 35%-ით დაეცა. მისი სავაჭრო ფასებიც 46%-ით შემცირდა.