მსოფლიო
10/03/2022
Nestle რუსეთში კაპიტალდაბანდებას აჩერებს
Nestle-მ რუსეთში ყველა კაპიტალის ინვესტიცია შეაჩერა. ფირმამ ეს გადაწყვეტილება სხვა კომპანიების მსგავსად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.
შვეიცარიულმა კომპანიამ, რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა KitKat, Nescafe და Quality Street, Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების მიწოდებას გააგრძელებს.
Nestle–ს სამი ქარხანა აქვს რუსეთში და დასაქმებულია დაახლოებით 5000 თანამშრომელი.
ასევე, Procter and Gamble-მა და Unilever-მა ამ კვირაში განაცხადეს, რომ შეაჩერებდნენ რეკლამას და ახალ კაპიტალდაბანდებას რუსეთში.
ვლადიმერ პუტინის შეჭრამ უკრაინაში რუსეთიდან უამრავი კომპანიის გამოსვლა გამოიწვია. განსაკუთრებული რისკის ქვეშაა იმ ფირმების რეპუტაცია, რომელებიც მხარს უჭერენ კრემლს.