მსოფლიო
21/09/2021

ნავთობის ფასმა შესაძლოა $100-ს მიაღწიოს

ცივი ზამთრის პერიოდში გაზის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ფასების ზრდა 100 დოლარამდე/ბარელზე, Bank of America Merrill Lynch–ის მიმოხილვაზე დაყრდნობით, - იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

ევროპის, ყოფილი სსრკ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კომპანიებს შორის, როსნეფტი იქნება ნავთობის ფასების ზრდის მთავარი ბენეფიციარი, მიაჩნიათ ანალიტიკოსებს.

გასულ კვირას, Brent–ის მარკის ნედლი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა გადააჭარბა 75 აშშ დოლარს ბარელზე, ხოლო გაზპრომმა განაცხადა, რომ ევროპულ გაზის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ბოლო რამოდენიმე წლის მინიმალურ დონეზე დგას.

Businesspartner