მსოფლიო
16/03/2020
ნავთობის ფასი ისევ ეცემა
ნავთობის ფასი ისევ ეცემა. თბილისის დროით 12: 39 საათისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 31.72 დოლარის ნიშნულზეა. ვარდნა 4.3%-ზე მეტია.
დილის ვაჭრობაზე „შავი ოქროს“ ღირებულება 6%-ით დაეცა, მიუხედავად, იმისა, რომ ამერიკის ფედერაურმა სარეზერვო სისტემამ მთავარი განაკვეთი 0–0,25% -მდე შეამცირა.
ნავთობის ფასზე ზეწოლას ახდენს როგორც კორონავირუსის გამო შემცირებული მოთხოვნა, ასევე ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის დაწყებული „ფასების ომი“.
Goldman Sachs -ის ანალიტიკოსები ელიან, რომ აპრილში ბაზარზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, რეკორდული რაოდენობის ნავთობი გამოვიდა გასაყიდად.