ნატოს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს
ეს არის სამუშაო რისთვისაც მოტივირებული ვარ, - ნატოს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს.
იენს სტოლტენბერგის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს და წერს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებაზე შეთავაზება ნორვეგიის ფინანსთა მინისტრისგან მიიღო.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ სტოლტენბერგის დანიშვნის შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, იქვე დასძენენ, რომ ნორვეგიაში პოლიტიკოსები არასოდეს ყოფილან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სტოლტენბერგს ეკონომიკური განათლება აქვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წარსულში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, მანამდე კი ფინანსთა მინისტრის პოსტიც ეკავა.
ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნის შემთხვევაში, იენს სტოლტენბერგი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის ოქტომბრიდან შეძლებს, სწორედ ამ დროს ეწურება მას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა.