მსოფლიოს უმდიდრესმა ტექნიკურმა მაგნატებმა 2022 წელს უკვე $85 მლრდ დაკარგეს
მსოფლიოს 5–მა უმდიდრესმა ტექნიკურმა მაგნატმა, 2022 წლის პირველ რამდენიმე კვირაში, დაახლოებით $85 მლრდ დაკარგა. მათ შორისაა ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი.
მათმა ქონებამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიიღო გასული კვირის ბაზრის გაყიდვების გამო. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ზარალის შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება $243 მლრდ–ად შეფასდა, რაც $27 მლრდ–ით ნაკლებია, ვიდრე წლის დასაწყისში. ასევე, თითქმის $100 მლრდ–ით დაბალია ნოემბერთან შედარებით, როდესაც მასკის წმინდა ქონებამ $335 მლრდ შეადგინა.
მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, 2022 წელს დაახლოებით $25 დაკარგა. Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა 1 იანვრიდან დღემდე $9,5 მილიარდი. ხოლო Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯის წმინდა ქონება $12 მლრდ–ით შემცირდა. ამ სიაშია ასევე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომელმაც $12 მილიარდი იზარალა.
Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოს ხუთ უმდიდრეს ადამიანთაგან ერთადერთი, ვინც გასულ კვირას ფული არ დაკარგა, იყო ბერნარ არნო, ფრანგული ფუფუნების გიგანტის LVMH-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. მიუხედავად ამისა, Arnault-ის ქონება წელს $10,5 მლრდ–ით შემცირდა, LVMH-ის აქციების ფასი კი 5%-ით დაეცა.