მსოფლიო
17/09/2021
მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგებს აღარ გამოაქვეყნებს
რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის დაწყება უახლოეს პერიოდში ვეღარ გავიგებთ. მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს.
ბანკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2018 და 2020 წლის რეიტინგებში შეუსაბამობები გამოვლინდა და წამოიჭრა ეთიკური საკითხები ბანკის ყოფილი თანამშრომლებისა და საბჭოს წევრების მიმართ. შეუსაბამობები შეეხო ოთხ ქვეყანას: ჩინეთს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანს.
მსოფლიო ბანკი ახლა აცხადებს, რომ შემუშავდება ახალი მიდგომა ქვეყნებში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად.
Doing Business-ი მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებში ბიზნესის დაწყების და ბიზნესის კეთების სიმარტივეს ზომავს. რეიტინგში 2020 წელს საქართველოს მეშვიდე პოზიცია ეკავა.