მსოფლიო
24/02/2022

მოსკოვის ბირჟა ვაჭრობას ყველა ბაზარზე აჩერებს

მოსკოვის ბირჟა ვაჭრობას ყველა ბაზარზე აჩერებს - ამის შესახებ Reuters წერს. 

საერთაშორისო გამოცემის ინფორმაციით, ვაჭრობის განახლების შესახებ მოსკოვში ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სამხედრო მოქმედებების განხორციელება დაიწყო. საომარი მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინამაც. 

Businesspartner