მსოფლიო
08/04/2021
მილიარდერები კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ
Forbes-ის სიის მილიარდერები წელიწადში 5.1 ტრილიონი დოლარით გამდიდრდნენ.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 8-დან 13,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მილიარდერების საერთო რაოდენობა კი ერთდროულად 660 ადამიანითაა გაზრდილი.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 1 მლრდ დოლარის ან მეტი ქონების მქონე ადამიანთა რაოდენობა 2755-ს შეადგენს.
ასეთი სწრაფ ზრდას გამოცემა უკავშირებს მსხვილი IPO-ების წარმატებით განხორციელებას, ზოგიერთი კომპანიის აქციების ღირებულების სწრაფ ზრდას და კრიპტოვალუტების მკვეთრ გაძვირებას.
წელს Forbes-ის მილიარდერთა სიაში 493 ახალბედა შევიდა, მათ შორის 210 ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან, ხოლო 98 აშშ – დან.