მსოფლიო
03/03/2021

Microsoft-მა Teams-ში ახალი ფუნქციები დაამატა

Microsoft Teams App-ში დეველოპერებმა დაამატეს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები ინტერაქციული ვებინარების ჩატარებას 1000-მდე ადამიანის მონაწილეობით შეძლებენ.

განახლება პრეზენტაციების ჩატარების, ვებინარებზე რეგისტრაციის ორგანიზების, მათი ადმინისტრირების, აგრეთვე ღონისძიების შედეგების შესახებ ანგარიშების შექმნის ახალ შესაძლებლობებს მოიცავს. გარდა ამისა, როგორც Microsoft-ში ამბობენ, watch only რეჟიმის გამოყენებით, ვებინარების ყურება 20,000-მდე ადამიანს შეეძლება.

Teams-ის განახლებებს შორისაა PowerPoint Live-იც. სპიკერებისთვის ჩანიშვნები, სლაიდები, ჩეთი და მონაწილეთა სია ერთ ფანჯარაში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მაყურებელი შეძლებს შეცვალოს ნახვის სიჩქარე და კონტრასტულობა.

Microsoft-მა teams ზარებისთვის გამჭოლი დაშიფვრის დამატების გეგმების შესახებაც განაცხადა, რაც ბიზნეს-მომხმარებლებისთვის სატესტო რეჟიმში ხელმისაწვდომი 2021 წლის პირველ ნახევარში გახდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023