მსოფლიო
16/05/2022

McDonald’s–ი რუსეთში 850 რესტორანს ყიდის

McDonald’s–მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო.

McDonald’s–ი აცხადებს, რომ ის დატოვებს რუსეთს 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისა და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს გამო.

"ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში ომის ფონზე და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემო ნიშნავს, რომ რუსეთში ფუნქციონირება აღარ არის შესაძლებელი და "არც შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს".– ნათქვამია განცხადებაში.

მარტში McDonald’s–მა განაცხადა, რომ დროებით დახურავდა თავის 850 რესტორანს, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეწყვეტს რუსეთში ოპერირებას. 

შეგახსენებთ, რომ სწრაფი კვების გიგანტმა პირველი ფილიალი მოსკოვში 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე გახსნა.