მარტში ჩინეთიდან რეკორდული, $17.5 მილიარდის ინვესტიცია გავიდა
უცხოელი ინვესტორები ჩინეთს ტოვებენ.
მსოფლიოს სიდიდით ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან გასულ თვეში $17.5 მილიარდის ინვესტიცია გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას ამერიკის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე (IFF) დაყრდნობით CNN ავრცელებს. აშშ-ში დაფუძნებულმა სავაჭრო ასოციაციამ ამ ფაქტს უპრეცედენტო უწოდა განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ინვესტორთა მსგავსი ქცევა არცერთ ბაზარზე არ დაფიქსირებულა. CNN-ის ინფორმაციით, გადინება მოიცავს $11.2 მილიარდის ღირებულების ბონდებს, დანარჩენი კი აქციებია.
უცხოელი ინვესტორების გადინებასა და ობლიგაციების ბაზრის რეკორდულ შემცირებაზე მეტყველებს ჩინეთის მთავრობის მონაცემებიც. China Central Depository & Clearing-ის თანახმად, საერთაშორისო ინვესტორებმა თებერვალში 35 მილიარდი იუანის ($5.5 მილიარდი) ღირებულების ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციები გაყიდეს, რაც რეკორდულად ყველაზე დიდი ყოველთვიური შემცირებაა. მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა მარტში და 52 მილიარდი იუანი ($8.1 მილიარდი) შეადგინა.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ ეკონომისტები ფაქტს რუსეთ-უკრაინის ომს და ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებენ.